ფეხბურთი

1:40 | 6.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილის გოლი ამხანაგურ მატჩში (+VIDEO)

„სენტ ეტიენმა“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და შვეიცარიული „ეტუალი“ 3:1 დაამარცხა. ერთი გოლი ზურიკო დავითაშვილის აქტივშია.

ქართველი ფეხბურთელი, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერზე ბევრი საუბარია, ახალი სეზონისთვის „მწვანეების“ რიგებში ემზადება. მან მეტოქის კარში გოლი 58-ე წუთზე გაიტანა, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„სენტ ეტიენი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 12 ივლისს, „ტრუასთან“ გამართავს, ხოლო ლიგა 2-ის პირველ ტურში 8 აგვისტოს, სტუმრად „ლავალს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.183465