ფეხბურთი

12:15 | 6.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს პრეზიდენტი: "დემბელე ოქროს ბურთს თუ ვერ მოიგებს, გამოდის, რომ პრობლემა არსებობს"

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ თქვა, რომ ოქროს ბურთი უსმან დემბელემ უნდა მოიგოს და თუ ასე არ მოხდება, ეს იმის დასტური იქნება, რომ ჯილდოს გაცემასთან დაკავშირებით პრობლემა არსებობს.

„თუ უსმან დემბელე ოქროს ბურთს ვერ მოიგებს, ეს ნიშნავს, რომ პრობლემა არსებობს. მის მიერ ჩატარებული სეზონის გათვალისწინებით, ეჭვი არ მეპარება, რომ ის ჯილდოს მოიგებს. მან ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. ის კლუბისთვის ფუნდამენტური ფიგურაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ყველა ფეხბურთელი გუნდისთვის თამაშობდეს“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.

შეგახსენებთ, რომ უსმან დემბელეს მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით საოცარი სტატისტიკა აქვს - 51 მატჩი, 34 გოლი და 15 საგოლე პასი. მან ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.088245
სარეკლამო ადგილი - 99
X x X