ფეხბურთი

2:08 | 6.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

9 ივლისს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში პსჟ მადრიდის „რეალს“ შეხვდება (+VIDEO)

ისტ-რატერფორდში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალში მადრიდის „რეალი“დორტმუნდის „ბორუსიას“ დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

პირველი ბურთი ტურნირის აღმოჩენამ გონსალო გარსიამ გაიტანა მე-10 წუთზე. ეს 21 წლის შემტევის მეოთხე გოლია წლევანდელ ჩემპიონატზე. ამ მაჩენებლით ის „ბენფიკას“ ანხელ დი მარიას და „ალ-ჰილალის“ მარკოს ლეონარდოს დაეწია.

მეორე გოლიც გარსიამ გაიტანა, ოღონდ მცველმა - ფრანმა.

კილიან მბაპე ისევ შეცვლაზე გამოჩნდა და ტურნირზე პირველად გამოიჩინა თავი. „დორტმუნდს“ ბოლოსკენ გაეღვიძა და ბოლო წამებზე კინაღამ გაათანაბრა ანგარიში. ამ ეპიზოდში მადრიდელთა მეკარე კურტუამ ითამაშია შესანიშნავად. სხვათა შორის, დორტმუნდელი გირასის მიერ გატანილი პენალტი მეოთხე აღმოჩნდა მისთვის ტურნირზე.

„სამეფო კლუბი“ მატჩიდან მატჩამდე უმატებს და ახალი მთავარი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს ხელიც ნელ-ნელა დაეტყო გუნდს.

ამრიგად, 9 ივლისს, თბილისის დროით 23 საათზე, ისტ-რატერფორდში, ტურნირის ნახევარფინალში „რეალი“ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს შეხვდება.

„რეალი“ მადრიდი - „ბორუსია“ დორტმუნდი 3:2

1:0 გონსალო გარსია (10), 2:0 ფრან გარსია (20), 2:1 ბაიერი (90+3), 3:1 მბაპე (90+4), 3:2 გირასი (90+8)

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.17186
სარეკლამო ადგილი - 99
X x X