ფეხბურთი

12:43 | 6.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

თომას მიულერმა „ბაიერნის“ შემადგენლობაში ბოლო მატჩი ჩაატარა

„ბაიერნის“ თავდამსხმელმა თომას მიულერმა მონაწილეობა მიიღო საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალურ მატჩში „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ (0:2). ეს თამაში გერმანელისთვის მიუნხენურ კლუბის მაისურით ბოლო იყო. ფეხბურთელი მოედანზე მე-80 წუთზე შევიდა.

მიულერი „ბაიერნის“ ახალგაზრდული სისტემის აღზრდილია. თომასმა „ბაიერნთან“ ერთად 33 ტიტული მოიპოვა. ფეხბურთელი 13-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ორჯერ გაიმარჯვა საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე. გარდა ამისა, ფეხბურთელმა მოიგო გერმანიის თასი და სუპერთასი, ასევე უეფას სუპერთასი. მიულერმა ამ გუნდში პირველად 2008 წელს ითამაშა, მას 750 თამაში, 250 გოლი და 276 საგოლე გადაცემა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167757