ფეხბურთი

10:24 | 6.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მუსიალას პირველი დიაგნოზი ცნობილია

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის, ჯამალ მუსიალას ტრავმის პირველი დიაგნოზი ცნობილია.

როგორც Bild-ი იტყობინება, გერმანელ ნახევარმცველს მოტეხილობა აღენიშნება და სავარაუდოდ, 4-5 თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, მოედანზე 2026 წელს დაბრუნდება, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ მიმდინარე წლის ბოლოს.

მუსიალამ ტრავმა პსჟ-სთან მატჩში ჯანლუიჯი დონარუმასთან კონტაქტის შემდეგ მიიღო და სტადიონიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მუსიალას „ბაიერნში“ ახალი სეზონი 10 ნომრით უნდა დაეწყო, მაგრამ ტრავმის გამო სეზონის თითქმის ნახევარს გამოტოვებს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089033