„პორტუს“ მთავარ მწვრთნელად 36 წლის ფრანჩესკო ფარიოლი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
იტალიელმა სპეციალისტმა „დრაკონებთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ფარიოლი ბოლოს „აიაქსში“ მუშაობდა, რომელმაც ჩემპიონის ტიტული ბოლო ტურებში დაკარგა, რის შემდგომაც მან ნიდერლანდური გუნდი დატოვა. მანამდე ფარიოლის „ნიცასა“ და ასევე, თურქულ გუნდებში აქვს ნამუშევარი.