ფეხბურთი

15:36 | 6.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "არსენალმა" 65 მილიონ ევროდ ესპანელი ნახევარმცველი დაიმატა

ლონდონის „არსენალმა“ სან სებასტიანის „რეალ სოსიედადიდან“ მარტინ სუბიმენდი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

26 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა და „მეთოფეთა“ რიგებში 36-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ტრანსფერის ღირებულება 65 მილიონი ევროა.

მარტინ სუბიმენდს აქამდე მთელი კარიერა „სოსიედადში“ აქვს გატარებული, რომლის რიგებში 236 მატჩში 10 გოლით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095143