ლონდონის „არსენალი“ ძალიან ახლოსაა „სპორტინგიდან“ ვიქტორ გიოკერეშის ტრანსფერთან.
შვედმა ფეხბურთელმა „სპორტინგში“ დაბრუნებასა და ვარჯიშების განახლებაზე უარი თქვა. მან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია ინგლისურ კლუბთან და „სპორტინგს“ აცნობა, რომ მხოლოდ და მხოლოდ „არსენალში“ თამაში სურს.
ახლა კლუბებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ჯერ არ შეთანხმებულან, მაგრამ უახლოეს დღეებში ეს გარდაუვალი იქნება, ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე. ფინანსური დეტალები უცნობია, მაგრამ „სპორტინგი“ 70 მილიონად ფეხბურთელის გაშვებაზე რამდენიმე დღის წინ კატეგორიულ უარს აცხადებდა.
27 წლის ფეხბურთელი „სპორტინგში“ 2023 წლიდან თამაშობს და 102 მატჩში 97 გოლი გაიტანა. მას ბრიტანეთში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „ბრაიტონის“, „სუონსის“ და „ქოვენთრის“ რიგებში გამოდიოდა. შვედეთის ნაკრებში ჩატარებულ 26 თამაშში ვიქტორს 15 გოლი აქვს გატანილი.