მიუნხენის „ბაიერნმა“ ჯამალ მუსიალას ტრავმის დიაგნოზი დაადასტურა: გერმანელ ფეხბურთელს წვივის ძვალი აქვს მოტეხილი, რის გამო დიდხანს ვერ ითამაშებს.
მუსიალა ორლანდოდან მიუნხენში უკვე გაფრინდა, სადაც მალე ოპერაციას გაიკეთებს. „ბაიერნის“ განცხადებაში არაფერია აღნიშნული გამოჯანმრთელების დროზე, მაგრამ გერმანული მედიის ინფორმაციით, 5-6 თვე იუქმებს.
„ეს სერიოზული ტრავმა და ხანგრძლივი არყოფნა ნამდვილი შოკია ჯამალისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ეს „ბაიერნს“ ძალიან აზარალებს. ყველამ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია ჯამალი ჩვენი თამაშისთვის და რა ცენტრალურ როლს ასრულებს ის ჩვენი გუნდისთვის. გარდა ამისა, ადამიანური გავლენა წარმოუდგენლად მწარეა. ყველა ვუთანაგრძნობთ მას. მუსიალა ახლახან გამოჯანმრთელდა ტრავმისგან და ახლა კიდევ დიდი ხნით ვერ ითამაშებს. ის ჩვენგან ყველაფერს მიიღებს, რაც სჭირდება. ჩვენ ინტენსიურად დავუჭერთ მხარს, მის გვერდით ვიქნებით და უკვე მოუთმენლად ველით მოედანზე მის დაბრუნებას“, - თქვა ებერლმა.
შეგახსენებთ, რომ ჯამალ მუსიალამ მძიმე ტრავმა პსჟ-სთან მატჩში ჯანლუიჯი დონარუმასთან შეჯახებისას მიიღო.