სილვერსტოუნის გრან პრი ლანდო ნორისმა მოიგო და მშობლიურ კედლებში ჩემპიონობა არავის დაუთმო.
ნორისმა თანაგუნდელის, ოსკარ პიასტრის შეცდომა გამოიყენა და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა. „მაკლარენმა“ დუბლი შეასრულა, რითაც კონსტრუქტორთა დავაში უპირატესობა, რომელიც ისედაც შთამბეჭდავი აქვს, კიდევ უფრო გაზარდა.
თუმცა, სილვერსტოუნის გრან პრის მაინც სხვა გმირი ჰყავდა - „ზაუბერის“ 37 წლის პილოტი ნიკო ჰულკენბერგი, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა და პოდიუმზე ავიდა. ეს გერმანელის კარიერაში გამორჩეული შედეგია, რადგან კარიერაში პირველად ავიდა პოდიუმზე.
ის ფორმულა 1-ში 2010 წლიდან გამოდის, 239-ე რბოლა იყო მისთვის და პირველი პოდიუმი - საოცარი ისტორიაა.
12 გრან პრის შემდეგ ლიდერი ოსკარ პიასტრია, რომელსაც ნორისი მიუახლოვდა. 2025 წლის ჩემპიონი მათ შორის გამოვლინდება. ფორმულა 1-ის მორიგი გრან პრი 27 ივლისს, ბელგიაში გაიმართება.
სილვერსტოუნის გრან პრი
1. ლანდო ნორისი (მაკლარენი)
2. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) +6.812
3. ნიკო ჰულკენბერგი (ზაუბერი) +34.742
4. ლუის ჰემილტონი (ფერარი) +39.812
5. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) +56.781
6. პიერ გასლი (ალპინი) +59.857
7. ლანსი სტროლი (ასტონ მარტინი) +60.603
8. ალეკსანდერ ალბონი (ვილიამსი) +64.135
9. ფერნანდო ალონსო (ასტონ მარტინი) +65.858
10. ჯორჯ რასელი (მერსედესი) +70.674
პოლოტების ცხრილი
1. ოსკარ პიასტრი (მაკლარენი) – 234 ქულა
2. ლანდო ნორისი (მაკლარენი) – 226
3. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) – 165
4. ჯორჯ რასელი (მერსედესი) – 147
5. შარლ ლეკლერი (ფერარი) – 119
კონსტრუქტორთა თასი
1. მაკლარენი - 442 ქულა
2. ფერარი - 222
3. მერსედესი - 210
4. რედ ბული - 172
5. ვილიამსი - 59