„ბარსელონას“ სპორტულმა დირექტორმა დეკუმ ლამინ იამალზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, იამალის კარიერის დასაწყისი ნეიმარის სტარტს ძალიან ჰგავს.
„ლამინ იამალი ფენომენია, მხოლოდ მასზეა დამოკიდებული მსოფლიოში საუკეთესო იქნება თუ არა. ლამინის სტარტი ძალიან ჰგავს ნეიმარის დასაწყისს. „ბარსელონაში“ მას კონკურენცია მადრიდის „რეალთან“ მოუწევს და საუკეთესო ადგილასაა საბრძოლველად, საუკეთესო კონტექტსში. ახლა მას, როგორც მოთამაშეს, მეტი პასუხისმგებლობა აკისრია“, - თქვა დეკუმ.
შეგახსენებთ, რომ 17 წლის ლამინ იამალს "ბარსელონაში" უკვე 106 მატჩი ჩატარებული და 25 გოლის გატანა მოახერხა.