ფეხბურთი

23:31 | 6.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

6 თვის წინ 77 მილიონად იყიდეს, ახლა გაუშვეს: დურანი "ალ-ნასრიდან" ევროპაში დაბრუნდა

სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ „ალ-ნასრიდან“ ჯონ დურანი დაიმატა. 21 წლის კოლუმბიელი ფორვარდი თურქულ კლუბს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა.

დურანი „ალ-ნასრში“ იანვარში „ასტონ ვილადან“ 77 მილიონ ევროდ გადავიდა, მაგრამ ექვს თვეში კლუბი დატოვა. მან საუდის არაბეთში ჩატარებულ 18 მატჩში 12 გოლი გაიტანა.

ჯონ დურანი მანამდე „ასტონ ვილაში“, „ჩიკაგო ფაირსა“ და „ენვიგადოში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092635