ფეხბურთი

0:11 | 7.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

დირკ შუსტერი: "ტრანსფერებით კმაყოფილი ვარ, გუნდში კონკურენცია ყველა პოზიციაზე გაიზარდა"

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა დირკ შუსტერმა „ორდბასისთან“ მატჩისთვის მზადების პროცესზე და ტრანსფერებზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, კმაყოფილია:

„ორდაბასისთან“ მატჩისთვის მზადების აქტიურ პროცესში ვართ, ტრანსფერების შემდეგ გუნდში ხარისხმა იმატა, ყველა პოზიციაზე კონკურენცია გაიზარდა, ეს კი, გუნდს აუმჯობესებს. დღეს გუნდში არსებული ატმოსფეროთი ძალიან კმაყოფილი ვარ. „ორდაბასისთან“ მატჩები დიდი გამოწვევაა, ამიტომ თითოეული ადამიანის მხარდაჭერა დაგვჭირდება. კარგი სტადიონი გვაქვს, კარგი მოედნის საფარით და გულშემატკივრით, რომლის მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ეტაპი დავძლიოთ“, - აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახურ „ორდაბასის“ 10 ივლისს, 20:00 საათზე უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.166476