კარლო ანჩელოტის შვილი დავიდე ანჩელოტი შესაძლოა „ბოტაფოგოს“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და ბრაზილიური კლუბი დავიდეს კონტრაქტს 2026 წლის დეკემბრამდე სთავაზობს.
დავიდე ანჩელოტის აქამდე დამოუკიდებლად არ უმუშავია, ის მამამისის სამწვრთნელო შტაბის წევრია. კარლო მოგეხსენებათ, ბრაზილიის ნაკრებში დაინიშნა. შესაბამისად, მამა-შვილმა შეიძლება ბრაზილიაში იმუშაონ.
„ბოტაფოგოდან“ ცოტა ხნის წინ რენატო პაივა დაითხოვეს და სწორედ მის შემცვლელად განიხილება დავიდე ანჩელოტი.