ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე (ქალები) პირველი მეოთხედფინალისტი გაირკვა - ნორვეგიის ნაკრები.
A ჯგუფში მეორე ტურის შემდეგ ნორვეგიამ არა მარტო პლეი-ოფის საგზური, არამედ პირველი ადგილიც გაინაღდა. ნორვეგიელებმა დაძაბულ ბრძოლაში 2:1 აჯობეს ფინეთს და 6 ქულა აქვთ.
მეორე მატჩში მასპინძელმა შვეიცარიამ 2:0 სძლია ისლანდიას, რომელიც მატჩის მიწურულს გატეხა.
ბოლო ტურის წინ: ნორვეგიამ 6 ქულით პირველ ადგილზეა და წინ ისლანდიასთან შეხვედრა აქვს, რომელიც უქულოდ ბოლო საფეხურზეა და შანსი დაკარგა. 3-3 ქულა აქვთ შვეიცარიასა და ფინეთს, რომლებიც ბოლო ტურში შეხვდებიან და მეორე ადგილის ბედიც მათ შორის გაირკვევა. შვეიცარიას ფრეც აძლევს ხელს.