„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ჯეიდონ სანჩო „იუვენტუსში“ გადასვლას უახლოვდება. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დადებითი მიმდინარეობს და ამ კვირაში შესაძლოა, შეთანხმებაც შედგეს.
ტურინელები მზად არიან სანჩოს სანაცვლოდ 25 მილიონი გადაიხადონ, ხოლო ფეხბურთელს სეზონში ხელფასის სახით 6 მილიონი ევრო მისცენ.
სანჩომ გასული სეზონი იჯარით „ჩელსიში“ გაატარა, სადაც 41 მატჩში 5 გოლი გაიტანა. „მანჩესტერში“ მან 83 შეხვედრაში 12 გოლი მიითვალა, ხოლო კარიერის საუკეთესო პერიოდი „დორტმუნდში“ აქვს გატარებული, სადაც 158 თამაშში 53 გოლი გაიტანა.