„ბარსელონა“ „კოპენჰაგენიდან“ რონი ბარჯის დაიმატებს. ყველა დეტალი შეთანხმებულია და ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების პირველი ნაწილი უკვე გაიარა.
შვედი შემტევი „ბარსას“ აზიურ ტურნეშიც გაჰყვება, რადგან დეკუსა და ჰანსი ფლიკს მისი პოტენციალის სჯერათ. „ბარსა“ შვედ ფეხბურთელში 2 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც ბონუსები დაემატება.
19 წლის ფეხბურთელს „კოპენჰაგენში“ 82 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარში 15 გოლი გაიტანა, ხოლო შვედეთის ნაკრებში ჯერ დებიუტი არ ჰქონია.