ფეხბურთი

12:23 | 7.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკის ნაკრებმა ოქროს თასი მოიგო (+VIDEO)

მექსიკის ნაკრებმა ოქროს თასის გათამაშება მოიგო. ხავიერ აგირეს გუნდმა ფინალში მასპინძელი აშშ-ს ნაკრები 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა მაურისიო პოჩეტინოს გუნდისთვის იდეალურად დაიწყო: მეოთხე წუთზე კრის რიჩარდსმა გაიტანა და ამერიკა დააწინაურა. თუმცა შემდეგ უპირატესობას მექსიკა დაეუფლა, რომელმაც პირველივე ტაიმში რაულ ხიმენესის გოლით გაათანაბრა, რომელმაც გოლი დიოგუ ჟოტას მიუძღვნა.

მექსიკის ნაკრებმა გამარჯვების გოლი 78-ე წუთზე გაიტანა, რომელიც ედსონ ალვარესის აქტივშია.

მექსიკამ ოქროს თასი ისტორიაში მეათედ მოიგო, რაც ტურნირზე საუკეთესო შედეგია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.166002