ფეხბურთი

14:58 | 7.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

დონარუმას აგენტი: "ჯიჯოს მუსიალასთვის ტრავმის მიყენება არ სურდა"

ჯანლუიჯი დონარუმას აგენტმა ვინჩენცო რაიოლამ განაცხადა, რომ იტალიელ მეკარეს ჯამალ მუსიალასთვის ტრავმის მიყენების განზრახვა არ ჰქონდა:

„ჯიჯომ ბურთზე პირველი ითამაშა და შემდეგ კი, კონტაქტის თავიდან აცილება ვერ შეძლო. უსამართლოა ვიფიქროთ, რომ მას მუსიალასთვის ზიანის მიყენება სურდა, რომელსაც სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. როგორც კი, პირველი ტაიმი დასრულდა, ტელეფონი ჩართო, რასაც ის მატჩის დასრულებამდე არასდროს აკეთებს და მომწერა, რომ ძალიან დამწუხრებული იყო. მას ეს განზრახ არ გაუკეთებია“, - თქვა ვინჩენცო რაიოლამ.

ჯანლუიჯი დონარუმა მუსიალასთვის ტრავმის განზრახ მიყენებაში მატჩის შემდეგ მანუელ ნოიერმა დაადანაშაულა, თუმცა მაგალითად, ტიბო კურტუამ თქვა, რომ ეს გადაჭარბებული შეფასებაა და დონარუმას ბრალი არაფერი იყო.

შეგახსენებთ, რომ ჯამალ მუსიალამ წვივის ძვლის მოტეხილობა მიიღო და დაახლოებით 5-6 თვე ვერ ითამაშებს.

0.0962