მილანის „ინტერი“ შესაძლოა დენზელ დუმფრისმა დატოვოს. საქმე ისაა, რომ ნიდერლანდელი მცველის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის თანახმად, 15 ივლისამდე მისი გამოსასყიდი თანხა საკმაოდ დაბალია - მხოლოდ 25 მილიონი ევრო.
შესაბამისად, უახლოეს ერთ კვირაში თუ ბაზარზე გამოჩნდება გუნდი, რომელიც 25 მილიონ ევროს გადაიხდის, „ინტერი“ ფეხბურთელის შენარჩუნებას ვერ შეძლებს.
29 წლის მცველით „ბარსელონა“ და „მანჩესტერ სიტი“ არიან დაინტერესებული, მაგრამ მათ აჩქარება მოუწევთ, რადგან 25-მილიონიანი პუნქტი ძალაში მხოლოდ 15 ივლისამდეა, შემდეგ ცხადია, რომ დუმფრისის ფასი გაცილებით მაღალი გახდება.
დენზელ დუმფრისი „ინტერში“ 2021 წლიდან თამაშობს და 179 შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი. მანამდე ნიდერლანდელი სამშობლოში, პსვ ეინდჰოვენის, "ჰერენვეენისა" და როტერდამის „სპარტას“ რიგებში გამოდიოდა.