ალექსანდრე წივწივაძე 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორია.
რუმინეთის ქალაქ ბასკოვში კანოეთი სპრინტში იუნიორებსა და 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ალექსანდრე წივწივაძემ 500-მეტრიანი დისტანცია 1:50.915 წამში დაფარა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ხოლო 200-მეტრიანი დისტანცია 40.803 წამში დაფარა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირში 30 ქვეყნის 500-ამდე სპორტსმენი მონაწილეობს.