ფეხბურთი

13:56 | 7.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტეო ერნანდესი არაბულ კლუბს ტრანსფერზე საბოლოოდ შეუთანხმდა

ტეო ერნანდესი „ალ-ჰილალში“ ითამაშებს. „მილანსა“ და არაბულ კლუბს შორის შეთანხმება შედგა.

ტეოს სანაცვლოდ „როსონერი“ 25 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს 2029 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს. სეზონში მისი ხელფასი 22 მილიონი ევრო იქნება.

ტეოს „მილანთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურებოდა, რომლის განახლებაზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ამიტომაც, „მილანს“ მისი გაყიდვა მხოლოდ 25 მილიონად მოუწია, რადგან კლუბის გეგმებში აღარ შედიოდა.

შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესი „მილანში“ 2019 წლიდან თამაშობდა და 262 მატჩში 34 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველია. მანამდე ის „რეალის“, „ალავესის“ და „სოსიედადის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.11782
სარეკლამო ადგილი - 99
X x X