ფეხბურთი

17:10 | 7.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

დარჩა სამედიცინო შემოწმება: "ნაპოლი" ნიდერლანდელ ფეხბურთელს იმატებს

„ნაპოლიმ“ და პსვ ეინდჰოვენმა ნოა ლანგის ტრანსფერის თაობაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და დარჩენილია სამედიცინო შემოწმება, რის შემდგომაც ფეხბურთელი კონტრაქტს გააფორმებს.

პსვ 28 მილიონ ევროს მიიღებს, გარდა ამისა, მომდევნო ტრანსფერიდან გარკვეული პროცენტიც ერგება. ლანგს მხოლოდ „ნაპოლიში“ გადასვლა სურდა, სადაც სეზონში 2.8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

ნოა ლანგი პსვ-ში 2023 წლიდან თამაშობს და 63 მატჩში 19 გოლი გაიტანა. მანამდე „ბრიუგეს“, „ტვენტესა“ და „აიაქსის“ წევრი იყო, ხოლო ნიდერლანდების ნაკრებში 14 თამაშში 3 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.101543