7-8 ივლისს ბათუმი უძლიერეს მამაკაცთა შორის U23 ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ღონისძიებაში მონაწილეობას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. ჩემპიონატზე ათლეტები საკუთარი ძალისა და გამძლეობის დემონსტრირებას სთრონგმენის სხვადასხვა დისციპლინაში (105 კგ, +105 კგ.) მოახდენენ. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, სპორტის მოყვარულთათვის რეალურ დროში იხილონ ევროპის უძლიერესი ახალგაზრდა ათლეტების დაუვიწყარი შერკინება.
ევროპის ჩემპიონატი : საქართველო; სომხეთი;საფრანგეთი; გერმანია; ლიეტუვა; პოლონეთი; სერბეთი; სლოვენია; თურქეთი; უკრაინა; დიდი ბრიტანეთი
ევროპის ჩემპიონატი სტარტს 8 ივლისს, 17:00 საათზე აიღებს . ახალი ბულვარი ,,მე მიყვარს ბათუმი ’’ ინსტალაციის მიმდებარე ტერიტორია.დასწრება თავისუფალია.გახდი შთამბეჭდავი სანახაობის ნაწილი.
ღონისძიების ორგანიზატორი:
საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ეროვნული ფედერაცია.
ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერები:
- საქართველოს სპორტის სამინისტრო
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი
- საქართველოს სპორტის არაოლიმპიურ სახეობათა ეროვნული კომიტეტი