UFC-ის ქვემსუბუქი დივიზიონის მექსიკელმა მებრძოლმა დიეგო ლოპესმა კომენტარი ილია თოფურიაზე გააკეთა, მისი თქმით ქართველი ბოლო პერიოდში საგრძნობლად პროგრესირდა და P4P-ის სათავეში ყოფნას იმსახურებს.
„ილია თოფურია ჯაი ჰერბერტთან ბრძოლის შემდეგ საგრძნობლად პროგრესირდა, ის ძალიან კარგი მებრძოლია და იმსახურებს იმ ადგილზე ყოფნას სადაც ახლაა. ყველამ ვიცოდით ილიას შესაძლებლობები შესახებ, მას განსაკუთრებული კრივი აქვს, თუმცა ოლივეირასთან ბრძოლაში მან დაგვანახა, რომ ჭიდაობაც ძალიან კარგად გამოსდის. ეს ყველაფერი კი შესაძლოა ისლამ მახაჩევისთვის დიდი პრობლემა აღმოჩნდეს, მახაჩევი ილიას კრივზე ძალიან ღელავს. ამ ბრძოლაში შანსები 50-50-ზეა." - განაცხადა ლოპესმა.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ბოლო სამ ბრძოლაში ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოვეი და ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა. ქართველი "მატადორი" გახდა მე-10 მებრძოლი, რომლებმაც ორი წონის საჩემპიონო ქამრის მოპოვება მოახერხეს.