ფეხბურთი

17:44 | 7.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მალმიოს" მწვრთნელი: "იბერია" კარგი გუნდია, ევროტურნირების გამოცდილებაც აქვს"

„მალმიოს“ მთავარმა მწვრთნელმა ჰენრიკ რიდსტრიომმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „იბერიასთან“ მატჩამდე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, მეტოქეს გამოცდილება აქვს და კარგი გუნდია:

„იბერია“ თავისი ქვეყნის ლიგაში საუკეთესოა და გაცილებით კარგი გუნდია, ვიდრე ხალხს ჰგონია, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე. მათ ევროპაში თამაშის გამოცდილებაც აქვთ, ჯგუფურ ეტაპზე არ გასულან, მაგრამ რადგან ხშირად იგებენ საქართველოში ტიტულებს, საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის გამოცდილება გააჩნიათ. უმეტეს შემთხვევაში საკუთარ მოედანზე კარგად თამაშობდნენ, თუ აგებდნენ, მხოლოდ ბოლო წუთებზე გაშვებული გოლით. სტუმრად უფრო უჭირთ. ველოდებით, რომ დაცვაში კარგად ვითამაშებთ და სტაბილურები ვიქნებით.

ქვეყნისა თუ მოწინააღმდეგის მიუხედავად, ყოველთვის ამაყობ, რომ „მალმიოსთან“ ერთად ევროპაში ხარ და შვედურ საკლუბო ფეხბურთს წარმოადგენ. ეს ყოველთვის სასიამოვნო შეგრძნებაა. ფეხბურთელებისგანაც ჩანს, რომ ეს განსაკუთრებული გრძნობაა. აქ კვირას ჩამოვედით და ნამდვილად გვქონდა დრო მოსამზადებლად.

ვფიქრობთ, რომ ბურთი ხშირად გვექნება, მაგრამ ისინიც გამოცდილი მოთამაშეები არიან. თუ ბურთს დავკარგავთ, მნიშვნელოვანია, რომ კარგი პოზიციური თამაში გვქონდეს, რადგან კონტრშეტევაზე კარგი გუნდია.

ჩვენთვის პონტუს იანსონის დაბრუნება ძალიან პოზიტიური სიახლეა, რადგან გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ყველამ იცის, რომ კარგი მცველია, მაგრამ ასევე, გასახდელში ლიდერია. გეგმა ასეთი იყო, რომ სწორედ ამ მატჩისთვის დაბრუნებულიყო“, - თქვა რიდსტრიომმა.

შეგახსენებთ, რომ „იბერიასა“ და „მალმიოს“ მატჩი 8 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092811
სარეკლამო ადგილი - 99
X x X