„ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლიონელ მესი შესაძლოა საუდის არაბეთის პრო ლიგაში ვიხილოთ. როგორც ფრანგული გამოცემა L’Équipe-ი იტყობინება, არგენტინელის შეძენით „ალ-აჰლი“ დაინტერესდა.
წყაროს ცნობით, „ალ-აჰლის“ ხელმძღვანელობას ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ, მათი სურვილია არგენტინელი ზამთარში გაიფორმონ. მესის შეძენით „ალ-აჰლი“ ორი წლის წინაც იყო დაინტერესებული, თუმცა მაშინ საუდის არაბეთში გადასვლაზე უარი თავად ფეხბურთელმა თქვა და "ინტერ მაიამიში" გადავიდა.
ლიონელ მესი „ინტერ მაიამის“ 2023 წლის ზაფხულში შეუერთდა, მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ბოლომდე აკავშირებს.
ცნობისთვის, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა „ინტერ მაიამის“ მაისურით მიმდინარე სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, 18 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.