ფეხბურთი

21:20 | 7.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ გიოკერეშს „არსენალში“ თამაში სურს და ამისთვის დიდ დათმობებზე მიდის

27 წლის შვედი თავდამსხმელი ვიქტორ გიოკერეში „არსენალს“ უახლოვდება, როგორც პორტუგალიური გამოცემა RECORD-ი იტყობინება მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

წყაროს ცნობით, თავდაპირველად „სპორტინგი“ გიოკერეშის სანაცვლოდ 60 მილიონს ითხოვდა, თუმცა სიტუაცია შეიცვალა და 70 მილიონამდე გაიზარდა. ამ ყველაფრით შვედი ფეხბურთელი უკმაყოფილოა და მზადაა მისი ხელფასი 2 მილიონით შემცირდეს, რადგან ტრანსფერი არ ჩაიშალოს.

ცნობისთვის, გიოკერეშის შეძენით „მანჩესტერი“ და „იუვენტუსიც“ ინტერესდებდნენ, ასევე იყო საუდის არაბეთის ვარიანტიც, თუმცა ფეხბურთელმა პრო ლიგაში თამაშზე უარი თავად განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფეხბურთელი „სპორტინგში“ 2023 წლიდან თამაშობს და 102 მატჩში 97 გოლი გაიტანა. მას ბრიტანეთში თამაშის გამოცდილება აქვს, სადაც „ბრაიტონის“, „სუონსის“ და „ქოვენთრის“ რიგებში გამოდიოდა. შვედეთის ნაკრებში ჩატარებულ 26 თამაშში ვიქტორს 15 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089164