ჩოგბურთი

20:45 | 7.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის მეოთხედფინალშია (+VIDEO)

38 წლის სერბი ჩოგბურთელი კარიერაში მე-16 უიმბლდონის მეოთხედფინალში ითამაშებს. ნოვაკმა 1/8-ში ავსტრალიელი ალექს დე მინური 4 სეტში 1:6, 6:4,6:4,6:4 დაამარცხა.

ჯოკოვიჩმა შეხვედრა ცუდად დაიწყო და პირველი სეტი მარტივად დათმო, თუმცა შემდეგ თამაში საგრძნობლად გააუმჯობესა, რაც შედეგზეც აისახა. შეხვედრა 3:20 საათს გაგრძელდა, სერბის ანგარიშზე 6 ეისი იყო, პირველ მოწოდებას 66%-იანი სიზუსტით აწვდიდა და მთელი მატჩის განმავლობაში 44 შეცდომა დაუგროვდა.

ჯოკოვიჩის მეტოქე მეოთხედფინალში რეიტინგის 24-ე ნომერი იტალიელი ფლავიო კობოლი იქნება. მატჩი 9 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.095669