ფეხბურთი

21:48 | 7.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილმა "ზირასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

29 წლის ქართველმა შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა აზერბაიჯანულ კლუბ "ზირასთან" კონტრაქტი ორი წლით გაახანგრძლივა და კლუბში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია აზერბაიჯანული კლუბის გვერდმა დაადასტურა.

პაპუნაშვილი "ზირას" 2024 წლის ზაფხულში შეუერთდა და კლუბის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად იქცა, მან 2024-2025 წლების სეზონში 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 7 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ პაპუნაშვილის გარდა "ზირას" შემადგენლობაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი დავით ვოლკოვი ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუნაშვილს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 17 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 3 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.094336