ფეხბურთი

22:30 | 7.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"გალათასარაი" და ოსიმენი პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ

"ნაპოლის" 26 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" პირად კონტრაქტზე შეუთანხმდა, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით მხარეები 3 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ და ოსიმენმა კვლავ "გალაში" დარჩენის სურვილი გამოთქვა. ახლა ყველაფერი "ნაპოლისა" და თურქული კლუბის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, გავრცელებული ცნობით სტამბულელები მზად არიან ტრანსფერში 55 მილიონი გადაიხადონ, თუმცა "პარტენოპეის" გაცილებით მეტი თანხა სურს.

ცნობისთვის, ოსიმენმა გასული სეზონი იჯარის წესით სწორედ "გალათასარაის" შემადგენლობაში გაატარა, სადაც თავი კარგად წარმოაჩინა. ნიგერიელმა 41 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 37 გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09496