ფეხბურთი

23:00 | 7.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

თომა ტაბატაძემ უზბეკეთში ჯარიმიდან გაიტანა (+VIDEO)

უზბეკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მატჩში თომა ტაბატაძის "ნეფთჩი ფარგონამ" საკუთარ მოედანზე "ხორაზმ ურგანჩის" უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა ქართველმა ლეგიონერმა თომა ტაბატაძემ გახსნა, ქართველმა მე-11 წუთზე გოლი პირდაპირ ჯარიმიდან გაიტანა და გატანილი გოლი დიეგუ ჟოტას სტილში აღნიშნა. ტაბატაძემ მოედანი მეორე ტაიმის დასაწყისში დატოვა, მის ნაცვლად მოედანზე "დინამო თბილისის" ყოფილი ფეხბურთელი ზორან მარუშიჩი შემოვიდა, რომელმაც 69-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და მატჩში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

15 ტურის შემდეგ "ნეფთჩის" 30 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. პირველ პოზიციას "ნასაფ ქარში" იკავებს, რომელსაც 33 ქულა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.171906