35 წლის პოლონელმა მეკარემ ვოიცეხ სჩესნიმ კატალონიის "ბარსელონასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა და კლუბში 2027 წლის ზაფხულამდე დარჩება. აღნიშნული ინფორმაცია "ბარსელონას" ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა.
სჩესნი "ბარსელონას" 2024 წელს შეუერთდა და გასულ სეზონში "ბლაუგრანას" კარი 30 მატჩში დაიცვა.
ცნობისთვის, "ბარსელონამ" რამდენიმე კვირის წინ "ესპანიოლიდან" 24 წლის ესპანელი მეკარე ხუან გარსია დაიმატა და დიდია შანსი გუნდის ნომერ პირველი მეკარე სწორედ ის იყოს.
შეგახსენებთ, რომ შჩესნის კარიერის მანძილზე "არსენალში", "რომაში" და "იუვენტუსში" აქვს ნათამაშები.