მადრიდის "რეალის" ფრანგმა ფეხბურთელმა კილიან მბაპემ გადაწყვეტილება შეცვალა და "პარი სენ-ჟერმენის" წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი უკან გამოიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული გამოცემები ავრცელებენ.
კილიან მბაპემ სარჩელი რამდენიმე კვირის წინ შეიტანა, AFP-ის ცნობით, ფეხბურთელმა პსჟ-სა და მისი პრეზიდენტის, ნასერ ალ-ხელაიფის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა გამოძალვის მცდელობისა და მორალური ზიანის მიყენების ბრალდებით, რაც 2023 წლის ზაფხულში მისი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებულ გარემოებებს უკავშირდება.
გავრცელებული ცნობებით, მბაპე კომპენსაციის სახით 50 მილიონ ევროს ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს სულ მალე ყოფილი კლუბის წინააღმდეგ დაპირისპირება პირველად მოუწევს, მადრიდის "რეალი" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება. მატჩი 9 ივლისს 23:00 საათზე გაიმართება.