უიმბლდონის 1/8 ფინალში ერთმანეთს გრიგორ დიმიტროვი და ნომერ პირველი ჩოგანი იანიკ სინერი ხვდებოდნენ, სადაც გამოცდილი ბულგარელი ჩოგბურთელი სეტებში 2:0 დამაჯერებლად იგებდა, თუმცა მესამე სეტში მხრის ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
იანიკ სინერმა ტექნიკური გამარჯვების ხარჯზე მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ბენ შელტონი იქნება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სინერმა კომენტარი გააკეთა:
"ეს უსამართლობა და დიდი უიღბლობაა, დიმიტროვი ჩემი მეგობარია და მის გამო ძალიან ვწუხვარ. ამ გამარჯვებას ვერ ჩავიწერ, რადგან დიდი უსამართლობა იქნება. ის ძალიან კარგად თამაშობდა და ყველაფერი მისი კარგნახით მიმდინარეობდა. მინდა მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო დიმიტროვს, ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, თუ როგორ დონეზე თამაში შეუძლია." - განაცხადა სინერმა.
იანიკ სინერისა და ბენ შელტონის მატჩი 9 ივლისს 14:00 საათზე გაიმართება.