სტამბოლის „გალათასარაის“ „ნაპოლიდან“ ვიქტორ ოსიმენის შეძენა სურს. როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, თურქებმა იტალიელებს 60 მილიონი ევრო შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.
თუმცა, „გალათასარაი“ დანებებას არ აპირებს, ახალი შეთავაზებით „აძურის“ კვლავ მიმართავს.
„ნაპოლის“ მოთხოვნა ნათელია: 75 მილიონი ევროს გადახდა, როგორც გამოსასყიდ პუნქტშია მითითებული. თუმცა 60-65 მილიონ ევროზე მეტის შეთავაზების შემთხვევაში შესაძლოა ტრანსფერს დათანხმდეს. მოლაპარაკებები გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა გასული სეზონი იჯარით გაატარა „გალათასარაიში“, რომლის მაისურით 41 მატჩში 37 გოლი გაიტანა.