ფეხბურთი

10:27 | 8.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის დიასმა „ბაიერნთან“ კონტრაქტის პირობები შეათანხმა

„ლივერპულის“ გარემარბმა ლუის დიასმა მიუნხენის „ბაიერნთან“კონტრაქტის პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია. ამის შესახებ პოპულარული გერმანული გამოცემა Bild წერს.

წყაროს ცნობით, გერმანელები ახლა პირდაპირ მერსისაიდელებთან დაიწყებენ მოლაპარაკებებს ტრანსფერის დეტალების დასაზუსტებლად და ტრანსფერის ღირებულებაზე შესათანხმებლად. აღნიშნულია, რომ „ბარსელონაც“ დაინტერესებულია კოლუმბიელი თავდამსხმელით, რაც მას მთავარ სატრანსფერო სამიზნედ აქცევს „ატლეტიკიდან“ ნიკო უილიამსის ტრანსფერის ჩაშლის შემდეგ.

დიასი „წითლებში“ 2022 წლის იანვრიდან თამაშობს. დასრულებული 2024/2025 წლების სეზონში ფეხბურთელმა მერსისაიდელების რიგებში 50 მატჩი ჩაატარა ყველა შეჯიბრში, 17 ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.162564
სარეკლამო ადგილი - 99
X x X