ფეხბურთი

12:24 | 8.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარია „როსარიო სენტრალში“ დაბრუნების პრეზენტაციას დაესწრო

არგენტინულმა „როსარიო სენტრალმა,“ რომელმაც ახლახან გამოაცხადა გარემარბ ანხელ დი მარიას ტრანსფერის შესახებ, კლუბში მისი დაბრუნების პრეზენტაცია და პრესკონფერენცია გამართა.

დი მარია არგენტინული კლუბის აკადემიის აღზრდილია. ის „როსარიო სენტრალის“ უფროს გუნდში 2006 წლიდან 2007 წლამდე თამაშობდა. ამ პერიოდში მან ყველა ტურნირზე 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც ექვსი ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბში დაბრუნებამდე 37 წლის თავდამსხმელი „ბენფიკაში“ თამაშობდა.

0.10956