ფეხბურთი

12:53 | 8.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჰონგ-კონგში კრიშტიანუ რონალდუს მუზეუმი გაიხსნა

Blooloop-ის ცნობით, ჰონგ-კონგში, გაიხსნა მუზეუმი, რომელიც „ალ-ნასრისა“ და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, კრიშტიანუ რონალდუს ეძღვნება.

დაწესებულება K11 ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში მდებარეობს და 40 წლის პორტუგალიელის კარიერის მრავალ ჯილდოს აერთიანებს, კერძოდ, მის 2008 წლის „ოქროს ბურთს.“

მუზეუმი 365,000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და დაახლოებით 40 ექსპონატია წარმოდგენილი. მნახველებს ასევე შეუძლიათ რონალდუს ბავშვობის ლისაბონის ოთახის ასლის ნახვა, ხოლო VIP ბილეთების მფლობელებს შეეძლებათ სტუდიებში შესვლა, სადაც კრიშტიანუ თავის YouTube ვიდეოებს იღებს.

ორგანიზატორებმა მიანიშნეს, რომ პორტუგალიელი მალე მუზეუმში ჩაფრინდება, რათა პირადად ნახოს იგი. გამოფენა ღია იქნება 2026 წლის ივნისამდე, რის შემდეგაც მას კონტინენტურ ჩინეთში გადაიტანენ.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.173468