„რომას“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს, იტყობინება Il Romanista.
წყაროს ცნობით, „ლივერპული“ 31 წლის არგენტინელით დაინტერესდა. მერსისაიდელები უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის აგენტს, რომელიც ტრავმის გამო 2025 წლის მარტიდან არ თამაშობს. თავდამსხმელის კონტრაქტი „რომასთან“ 2026 წლის ივნისამდეა გათვლილი.
პაულო დიბალა „რომაში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. გასულ სეზონში მან იტალიის სერია A-ს 24 მატჩში ექვსი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. დიბალა ადრე „იუვენტუსსა“ და „პალერმოში“ თამაშობდა.