„პორტუს“ პრეზიდენტმა ანდრე ვილაში-ბოაშმა გაამხილა, რომ კლუბი თავდამსხმელ დიოგუ ჟოტას დაბრუნებაზე მუშაობდა, რომელიც 3 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევაში დაიღუპა.
„აგენტ ჟორჟე მენდეშთან ერთად დიოგუ ჟოტას „პორტუში“ დაბრუნებაზე ვმუშაობდით და სამწუხაროდ ახლა ეს აღარ მოხდება.
2026/2027 წლების სეზონზე ვსაუბრობდით და ეს შესაძლებლობა განვიხილეთ. საჭიროდ ჩავთვალე, რომ ეს ინფორმაცია დიოგუსთვის ჟორჟე მენდეშის მეშვეობით მის ქორწილში გადამეცა და „პორტუს“ ყველა გულშემატკივრისთვის ეს ოცნება იყო“, - ციტირებს ვილაშ-ბოაშის სიტყვებს Mirror.
ჟოტა და მისი ძმა, „პენაფიელის“ ფეხბურთელი ანდრე სილვა, ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთში დაიღუპნენ. გასწრებისას, ჟოტას ლამბორჯინის საბურავი გასკდა, რის შედეგადაც მანქანა გზიდან გადავარდა და აალდა.
ჟოტა 2016/2017 წლების სეზონში „პორტუს“ შემადგენლობაში თამაშობდა. „ლივერპულთან“ კონტრაქტი კი 2027 წლამდე აკავშირებდა.