ფეხბურთი

14:52 | 8.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდარულმა სერ ალექს ფერგიუსონმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბრიტანელი ფეხბურთელი დაასახელა

ლეგენდარულმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდის ჯორჯ ბესტის შესახებ ისაუბრა.

„ის ისეთი ფანტასტიკური ფეხბურთელი იყო... ვფიქრობ, „მანჩესტერ იუნაიტედში“ ჯორჯს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ. და ვფიქრობ, ასე უნდა გვახსოვდეს იგი.

ფეხბურთის ტერმინოლოგიით, ამ კლუბში და ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში, ვიტყოდი, რომ მასზე უკეთესი ბრიტანელი ფეხბურთელი არ ყოფილა.

პრობლემა ის არის, რომ მას არასდროს უთამაშია ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. ასეთ სიტუაციაში მყოფი მოთამაშეები მოკლებულნი არიან ისტორიაში უდიდესთა შორის დაფასების შანსს“, - ციტირებს ფერგიუსონის სიტყვებს Give me Sport.

ჯორჯ ბესტი 2005 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.170699