ფეხბურთი

15:08 | 8.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

Adidas-მა 2025 წლის ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალებისთვის და ფინალისთვის ახალი ბურთი წარმოადგინა

გერმანულმა სპორტულმა ბრენდმა adidas-მა ახალი ბურთი წარმოადგინა, რომელსაც 2025 წლის აშშ-ში მიმდინარე ფიფა-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩებსა და ფინალში გამოიყენებენ.

„დიდება ქალაქის შუქების ქვეშ. წარმოგიდგენთ 2025 წლის ფიფას-ს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ოფიციალურ ბურთს“, - ნათქვამია სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) adidas-ის ანგარიშზე გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ პირველ ნახევარფინალურ მატჩში დღეს, 8 ივლისს, ერთმანეთს ბრაზილიური „ფლუმინენსე“ და ლონდონური „ჩელსი“ დაუპირისპირდებიან. მეორე წყვილში კი ხვალ, 9 ივლისს, მადრიდის „რეალი“ და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენი.“ ტურნირის ფინალი 13 ივლისს გაიმართება. სამივე მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.166038