იტალიელი მოდელი მიკელა კვატრინიო და ერთ დროს ცნობილი და საკმაოდ წარმატებული ფეხბურთელი ალბერტო აკვილანი დიდხანს იყვნენ იტალიური გლამურული საზოგადოების წევრები და დღე ისე არ გავიდოდა, ფერადყდიან ჟურნალებს ჯერ მათი სიყვარულის, შემდეგ კი ცოლ-ქმრული ურთიერთობების შესახებ რამე რომ არ დაეწერათ.
მიუხედავად მრავალწლიანი თანაცხოვრებისა, წყვილი 2020 წელს დაშორდა და ამის შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო. ერთნი იძახდნენ, ალბერტო ძუძუმოყვარულთა ლიგის წევრია და მისი მრავალსაყვარლიანობა იყო განშორების მიზეზიო, მეორენი კი, მიკელას თავისუფალი ცხოვრების სტილს სახავდნენ განშორების მიზეზად.
ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ განქორწინება მოხდა მშვიდობიანად და ყოველგვარი წივილ-კივილის გარეშე. ყოფილი ცოლ-ქმარი კვლავ ინარჩუნებენ ცივილურ ურთიერთობას და შვილების აღზრდით (ორი ქალიშვილი ჰყავთ) არიან დაკავებული. ერთი ისაა, რომ ახლა უკვე მწვრთნელად მომუშავე აკვილანი არ იშლის ძუძუმოყვარეობას და მასთან ხან რომელ ცნობილ ფეხთამშვერ ქალს აკავშირებენ და ხან რომელს...