ფეხბურთი

16:18 | 8.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს მცველები ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელები ვილიან პაჩო და ლუკა ერნანდესი მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეღარ ითამაშებენ.

„ბაიერნთან“ ორივემ წითელი ბარათი მიიღო, ფიფას გადაწყვეტილებით კი, ისინი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯნენ, შესაბამისად, არა მარტო ნახევარფინალს, არამედ, ფინალსაც გამოტოვებენ, ცხადია, თუ პსჟ ფინალში გავა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში 9 ივლისს, მადრიდის „რეალს“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.09093