იტალიის სერია B-ს ბინადარი „ბარი“ „ფროზინონედან“ გიორგი კვერნაძის შეძენით ინტერესდება. ამის შესახებ ინფორმაციას Pianetabari ავრცელებს.
წყაროს თანახმად, 22 წლის შემტევის მიმართ ინტერესი დიდია, უახლოეს ხანში კი, შესაძლოა, პირველი შეთავაზებაც გაკეთდეს, იქიდან გამომდინარე, რომ კლუბსა და გარემოცვას შორის კონტაქტი უკვე შედგა.
მოგეხსენებათ, კვერნაძეს „ბარის“ გარდა, „კალიარის“ და „ვერონას“ უკავშირებენ. ფეხბურთელს „ფროზინონესთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
გიორგი კვერნაძე იტალიურ გუნდში 2023 წლიდან თამაშობს, ხოლო სერია B-ს გასულ სეზონში 33 შეხვედრაში თავი 3 გოლით და 5 საგოლე პასით გამოიჩინა.