ფეხბურთი

17:32 | 8.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონი" მიქაუტაძეში "რომასთვის" მიუღებელ ფასს ითხოვს

„რომა“ „ლიონიდან“ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით დაინტერესებულია, მაგრამ ფრანგული კლუბის ფინანსურმა მოთხოვნამ შესაძლოა გარიგება ჩაშალოს.

Corriere Dello Sport-ის ინფორმაციით, „ლიონი“ მიქაუტაძეში დაახლოებით 40 მილიონ ევროს ითხოვს, რაც „რომასთვის“ მიუღებელი ფასია. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ფრანგულ მედიაში საუბარი იყო 25 მილიონ ევროზე, ამჯერად იტალიური გაზეთი გაცილებით დიდ თანხას ასახელებს.

„ლიონის“ მოთხოვნის გაზრდა, როგორც ჩანს, დაკავშირებულია „სანდერლენდის“ ძლიერ ინტერესთან. შესაბამისად, გამოდის, რომ ფრანგული კლუბი ვაჭრობას იწყებს, რათა, რაც შეიძლება სარფიანად განახორციელოს ტრანსფერი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ 2024-2025 წლების სეზონში „ლიონის“ რიგებში შედეგიანად ითამაშა - 47 მატჩი, 17 გოლი და 11 საგოლე პასი. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ჯერ კიდევ გაურკვეველია, მომდევნო სეზონში ლიგა 1-ში თუ ლიგა 2-ში ითამაშებს "ლიონი", გადაწყვეტილება 10 ივლისს გახდება ცნობილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089841