ფეხბურთი

19:00 | 8.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონის წესებში ცვლილებები შეიტანა

უეფამ ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის 2025-2026 წლების სეზონისთვის წესებში მცირე ცვლილებები შეიტანა.

ეს ცვლილებები იმ ოთხ გუნდს შეეხება, რომლებიც ლიგის ფაზის ეტაპს მოწინავე ოთხ საფეხურზე დაასრულებენ. კერძოდ: გასულ სეზონში ლიგის ფაზის სატურნირო ცხრილი მხოლოდ 1/16-ფინალურ და მერვედფინალურ ეტაპებზე ახდენდა ზეგავლენას.

თუმცა, ახალი სეზონიდან მეოთხედფინალებსა და ნახევარფინალებზეც მოახდენს. პირველ-მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები მეოთხედფინალის საპასუხო მატჩებს საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ, ხოლო პირველ-მეორეადგილოსნები ნახევარფინალშიც შინ ითამაშებენ საპასუხო მატჩებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ახალი ფორმატი შარშან დაინერგა. 2025-2026 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი სტარტს დღეს აიღებს.

0.166847