ფეხბურთი

20:16 | 8.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" ესპანელი მცველის ტრანსფერთან ახლოსაა

მადრიდის „რეალი“ და ლისაბონის „ბენფიკა“ ალვარო კარერასის ტრანსფერზე შეთანხმებას უახლოვდებიან.

მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს, ესპანელ მცველს „რეალში“ გადასვლა სურს, რომელთანაც პირად კონტრაქტზე შეთანხმება დიდი ხანია მიღწეული აქვს. Marca-ს ცნობით, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დიდი შანსია, ტრანსფერი გაოფიციალურდეს.

ალვარო კარერასი „ბენფიკაში“ 2023 წლიდან თამაშობს და 68 შეხვედრაში 5 გოლი აქვს გატანილი. მანამდე „პრესტონისა“ და „გრანადას“ წევრი იყო.

0.094487