ფეხბურთი

21:48 | 8.07.2025 | ნანახია [] - ჯერ

"იბერია" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა

საქართველოს ჩემპიონი თბილისის „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვედეთის ჩემპიონ „მალმიოსთან“ დამარცხდა და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.

კლასში სხვაობა იგრძნობოდა, აშკარა იყო. „მალმიო“ რომ ფავორიტი გახლდათ, ალბათ ყველამ იცოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში შვედეთის ჩემპიონატში წარუმატებლად თამაშობს, ალბათ, ამხელა სხვაობაც, მით უფრო, თბილისურ მატჩში მაინც არ უნდა ყოფილიყო.

შვედებმა სწრაფად გაიტანეს, მერვე წუთზე ბუსანელომ შეაგდო და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში „მალმიომ“ უპირატესობა განიმტკიცა: ჯერ ეიდურ გუდიონსენის შვილმა, დანიელ გუდიონსენმა გაიტანა, ხოლო შემდეგ ოსკარ ლევიცკიმ ძალიან ლამაზი გოლით ანგარიში 0:3 გახადა.

ლევან კორღალიძის გუნდმა ამ ყველაფერს მხოლოდ პრესტიჟის გოლით უპასუხა, რომელიც ანეს რუშევიჩის აქტივშია. სერბმა ფორვარდმა მეტოქის კარი თავური დარტყმით დალაშქრა და ჩამორჩენა შეამცირა. თუმცა საპასუხო შეხვედრაში რა შანსი ექნება „იბერიას“, ძალიან ძნელი სათქმელია.

საპასუხო მატჩი შვედეთში ერთ კვირაში, 15 ივლისს გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული მეორე ეტაპზე გადავა, ხოლო დამარცხებული კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება.

„იბერია“ – „მალმიო“ 1:3 (0:1)

გოლები: 0:1 ბუსანელო (8), 0:2 გუდიონსენი (58), 0:3 ლევიცკი (71), 1:3 რუშევიჩი (86)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.17225